პროტესტის ახალი კერა - კინოცენტრი ცნობილმა რეჟისორმა ნინო კირთაძემ ცენზურის გამო დატოვა
ნინო კირთაძემ კინოცენტრთან თანამშომლობა შეწყვიტა. ცნობილ რეჟისორს არ სურს მუშაობა იმ უწყებაში, სადაც განსხვავებულ აზრს ებრძვიან და სამსახურიდან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.
კირთაძის დემარშის გაუფასურება ეროვნულმა კინოცენტრმა განცხადებით სცადა. სავარაუდოდ, კულტურის მინისტრის დავალებით გაავრცელეს წერილი, სადაც, პრაქტიკულად, აღიარეს, რომ საფრანგეთში მოღვაწე ხელოვანი მათთვის მიუღებელი იყო და გაშვებას უპირებდნენ, მაგრამ კირთაძემ მოვლენებს დაასწრო.
კინოცენტრში თეა წულუკიანის დანიშნული ახალი დირექტორისს და უსაფუძვლოდ გამოცხადებული რეორგანიზაციის გამო ნინო კირთაძემ დატოვა საქართველოს წარმომადგენლის პოზიცია ევროსაბჭოს ფონდში ევრიმაჟშიც.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.