თბილისში ბიძაშვილმა მამიდაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა

16.07.23 20:28
თბილისში ბიძაშვილმა მამიდაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა

თბილისში ბიძაშვილმა მამიდაშვილი მოიტაცა. 16 წლის გოგონა  ქორწილიდან მოტყუებით ქუჩაში გაიყვანეს და თავისუფლება უკანონოდ რამდენიმე საათი აღუკვეთეს.  22 წლის მამაკაცს არასუწლოვანი გოგონას ცოლად შერთვა სურდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელს გოგოს გატაცებაში სამი მეგობარი ეხმარებოდა. პოლიციამ ყველა მათგანი უკვე დააკავა.  

სამართალდამცველები  დამნაშავეებს ხუთი დღე ეძებდნენ. წყარო "პირველებს" უყვება, რომ ისინი  საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავეს. სამივე ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია და ბრალის წარდგენას ელოდება.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები