ავლაბრის მეტროს დაუსრულებელი რეაბილიტაცია - ვის ჩააბარა მერიამ 4 მლნ პროექტი?
ხარაჩოებში ჩასმული "ავლაბრის" მეტრო და დაუსრულებელი რეაბილიტაცია - მერიის ფავორიტი კომპანია ვერ ასწრებს პროექტის დათქმულ ვადებში დასრულებას და დამატებით დროს - 8 თვეს ითხოვს. მოსახლეობას 2024 წლის მარტამდე ბაქანზე ისევ შემოვლითი გზით მოუწევს ჩასვლა.
რატომ უთმობს დედაქალაქის მერია კომპანია "ბადას"? "პირველებმა" გაარკვია, რომ ამ კომპანიის დირექტორი "ქართული ოცნების" შემომწირველია. ბაჩანა ადამიას მმართველი პარტიის ყულაბაში 60 ათასი ლარი აქვს შეტანილი. სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო გაუფორმა მერიამ კომპანია "ბადას" ტენდერის გარეშე 4 მილიონის ღირებულების ხელშეკრულება.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ეს ერთგვარი მადლობაა მმართველი პარტიის დამფინანსებლისთვის.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.