რატომ შემოუშვეს საქართველოში რუსი ბლოგერი და დაირღვა თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი?
რატომ შემოუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსი ბლოგერი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული - "პირველებმა" კითხვით შსს პრესსამსახურს მიმართა, თუმცა უწყება ამბობს, რომ ჯერჯერობით საკითხით არ დაინტერესებულა.
შილოვი საქართველოში დღეს მამასთან ერთად ჩამოფრინდა და სასტუმრო "ბილტმორში" განთავსდა, საიდანაც ლაივ ჩართვა ჰქონდა. ბლოგერი საქართველოში ჩამოსვლით გახარებულია, ამბობს, რომ აფხაზეთში ჩასვლაც სურდა, თუმცა არ შეიძლება.
"პირველები" სასტუმრო "ბილტმორის" ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა იქ ამბობენ, რომ შილოვის მიერ ოკუპაციის კანონის დარღვევის შესახებ საქმის კურსში არ არიან.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.