ფარმაცევტულ ბაზარზე განგაშია - მცირე აფთიაქებმა ლიკვიდაცია გამოაცხადეს
მცირე აფთიაქებმა ლიკვიდაცია გამოაცხადეს. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული ახალი სტანდარტებია. ერთ-ერთი ელექტრონულ რეცეპტებს ეხება. სახელმწიფო პორტალი არ მუშაობს, ამიტომ აფთიაქები წამლებს ურეცეპტოდ გასცემენ, გაუმართავი სისტემის გამო კი ფარმაცევტებს აჯარიმებენ. სანქცია კოლოსალურია.
ამ წნეხს მცირე ბიზნესი ვერ უძლებს. ბაზარზე სრული მონოპოლია შეიქმნა. მდგომარეობა განსაკუთრებით რთული რეგიონებშია. აფთიაქები დაიხურა აჭარაში, კახეთსა და სამეგრელოში..
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.