დატბორილი სახლები და დაზარალებული მოსახლეობა - დასავლეთ საქართველოში სტიქია მძინვარებს

17.07.23 11:13
დატბორილი სახლები და დაზარალებული მოსახლეობა - დასავლეთ საქართველოში სტიქია მძინვარებს

დასავლეთ საქართველოშ სტიქია მძვინვარებს. რთული ვითარებაა ქუთაისში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ყველაფერი დაიტბორა. წერეთლისა და ბუკიას ქუჩებზე წყალმა სახლების პირველი სართულები დატბორა. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, დილის ოთხის ნახევრიდან რეკავდნენ 112-ში, მაგრამ მაშველები მოქალაქეების დასახმარებლად არ მისულან, მიზეზად კი ტექნიკის არქონა დასახელდა.

წაგვლეკა, არაფერი აბსოლუტურად ტექნიკა აღარ გვივარგა, ყველაფერი გაფუჭებულია. 5-6-ჯერ დავრეკე სამაშველოში და ერთი არავინ გამოგვიგზავნეს, არ ვიცი ამ მთავრობას სძინავს, როდის გამოიღვიძებს არ ვიცი. რომ დავრეკე, მითხრეს, ტექნიკა არ არის, არ გვყავსო, თვითონ, რომ 100 000-იან მანქანებს ყიდულობენ ამას სჯობია ტექნიკა მოიმარაგონ. კიბეებზე შადრევანი გადმოდიოდა, მდინარე. ხომ შეიძლება ის წყალი სადღაც გაუშვან,  - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები