პროტესტი გრძელდება - ობსერვატორიის თანამშრომლები განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ

17.07.23 11:51
პროტესტი გრძელდება - ობსერვატორიის თანამშრომლები განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავენ

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. დღეს მოქალაქეების ნაწილი განათლების სამინისტროსთან შეკრებას გეგმავს. ხალხი, ვისაც ობსერვატორიის ტერიტორიაზე, არ უშვებენ განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

პროტესტის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ინფორმაცია იქ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

ჩვენ გვეზღუდება ჩვენს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ბინებით სარგებლობა. ამ ბრძანების საფუძველი მათი მხრიდან არის, ის რომ იქ მიმდინარებს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, ერთი ტელესკოპი გამოიცვალა და ერთადერთ შენობას უტარდება რემონტი,  - ამბობს პროტესტის მონაწილე.

ობსერვატორიის დირექტორისკი ირწმუნება, რომ  შესვლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა შეზღუდულია. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები პროვოკატორები არიან.

"ახლა შევზღუდეთ იქ შესვლა იმიტომ, რომ იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მერე აღდგება ის რეჟიმი, რაც იყო. რაც შეეხება ბინის საკუთრებას, ბინა არ არის მაგათი, მართლზომიერ მფლობელობაში, რომ აქვთ ბინებიო ეს არის ტყუილი, ვერ ექნებათ მართლზომიერ მფლობელობაში ვერანაირად, ვინც ამას ამბობს საიდან აქვთ ასეთი ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით ლაპარაკობენ. ესენი არიან პროვოკაციებზე წამომსვლელები, პროვოკაციებს აწყობენ", - ობსერვატორიის დირექტორი, რევაზ ჭანიშვილი.

ობსერვატორიის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, ასევე მათ ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში შესვლაზე სპეც შეზღუდვა ზაფხულის დაწყებისთანავე დაუწესეს. 

მსგავსი სიახლეები