ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კლიდის მასა ჩამოიშალა - ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია

17.07.23 12:31
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კლიდის მასა ჩამოიშალა - ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები