ღვინის მაღაზია ,,8000 მოსავალი“ გლობალურ ბაზრებზე გავიდა - პირველი გაჩერება ბერლინია
ღვინის მაღაზია “8000 მოსავალი” გლობალურ ბაზარზე გავიდა და მორიგი მაღაზია გერმანიაში, კერძოდ ბერლინში გახსნა. 29 ივლისს, 7 საათიდან, ბერლინის "8000 მოსავალი"-ს ფილიალში ღვინის დეგუსტაცია გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გაეცნონ და დააგემოვნონ ვაზისუბნის მამულის ქვევრის ქარვისფერი ღვინოები
ვულოცავთ 8000 მოსავალს, გლობალურ ბაზარზე გასვლას და პირველი მაღაზიის გახსნას ბერლინში, რომელიც, 14 ივლისს პირველ სტუმრებს უმასპინძა. ეს არის მორიგი გლობალური წარმატება და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საერთაშორისო ბაზარზე.
29 ივლისს, 7 საათიდან, ბერლინის "8000 მოსავალი"-ს ფილიალში ღვინის დეგუსტაცია გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთ გაეცნონ და დააგემოვნონ ვაზისუბნის მამულის ქვევრის ქარვისფერი ღვინოები.
დასწრების ღირებულება: 20 ევრო | ბილეთების შეძენა ადგილზე"- წერია ინფორმაციაში.
რაც შეეხება კონკრეტულად გერმანიასთან დაკავშირებულ პროექტს, 200-ზე მეტი დასახელების ღვინო შევიდა ბერლინის მაღაზიაში და ეს ეს მაჩვენებელი 500-მდე გაიზრდება. ბერლინში ,,8000 მოსავალი“ 15-მდე ადამიანს დაასაქმებს. საქართველოში ,,8000 მოსავალი“ 5 მაღაზიით არის წარმოდგენილი, აქედან 4 თბილისში, 1 - ბათუმშია.