პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე პედოფილიაშია ბრალდებული - მოსახლეობამ მათი ჩაქოლვა სცადა (ვიდეო)

17.07.23 13:41
პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე პედოფილიაშია ბრალდებული - მოსახლეობამ მათი ჩაქოლვა სცადა (ვიდეო)

 

 

პოლონური მედია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს - გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს 4 მოქალაქე გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცებმა ერთ-ერთ აუზში არასრულწლოვანები სექსუალურად შეავიწროვეს. 

პოლონური მედიების ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებულის დედამ დაცვის თანამშრომელი გააფრთხილა, რომ რამდენიმე კაცი მის შვილს ავიწროებდა. 

კადრებში, რომელიც მიმდინარე წლის შაბათს არის გადაღებული, ჩანს, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართველი ემიგრანტების ჩაქოლვა ადგილობრივმა ჯგუფმა სცადა. საბოლოოდ ისინი პოლიციამ იხსნა მოსალოდნელი ძალადობისგან. 

საქმე პროკურატურაშია და სამართალდამცავები უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ, რა ელით საქართველოს მოქალაქეებს. დაკავებულები 18-დან 41 წლამდე მამაკაცები არიან. 

"პირველების" ინფორმაციით, ბიტომის აუზზე დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან და ოთხივე მათგანი ეთნიკურად აზერბაიჯანალია. 

მსგავსი სიახლეები