პროტესტი აბასთუმანში - ობსერვატორიის თანამშრომლებს განათლების მინისტრი არ ხვდება
პროტესტი აბასთუმანში - ობსერვატორიის თანამშრომლებს განათლების მინისტრი არ ხვდება. მოქალაქეებმა მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით უწყებას წერილიც ჩააბარეს. ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს აინტერესებთ, რა როლი აქვს ამ პროცესში გიორგი ამილახვარს. რამდენიმე თვეა ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებულ შენობებში ცხოვრება შეზღუდულია.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მასშტაბური სამუშაოები ობსერვატორიასთან არ მიმდინარეობს. ხოლო, სამუშაოები, რომლებიც მიმდინარეობს შემოღობილი და დაცულია.
"მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოიცა მაისში ბრძანება და ამ მაისის ბრძანების გამო მიზეზი არის, მასშტაბური სამუშაოები და არანაირი მასშტაბური სამუშაო იქ არ მიმდინარეობს. ყოველდღე გვიგზავნიან იქიდან ფოტოებს, ვიდეოს. თვითონ ასტრონომები, რომლებიც იქ ცხოვრობენ თქვეს ინტერვიუში, რომ აქ არაფერი ისეთი არ ხდება, სამუშაოები შემოღობილია დაცულია და რატომ არ უშვებენ ამ ხალხს ჩვენთვის გაუგებარიაო" - ამბობს პროტესტის მონაწილე.