თბილისის ზღვაზე სამაშველო ბრიგადებია გადასროლილი - მაშველები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ
თბილისის ზღვაზე სამაშველო ბრიგადებია გადასროლილი. მაშველები ორი დღის წიან გაუჩინარებულ 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. ცნობილია, რომ სამარლადამცველებმა სანაპიროზე იპოვეს ტანსაცმელი და პირადი ნივთები. პოლიცია და მაშველები ახალგაზრდის კვალზე ჯერ ვერ გადიან.
ახალგაზრდა ბიჭის ოჯახის წევრი კი "პირველებთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ბიჭის დაკარგვასთან დაკავშირბეით არანაირი ეჭვი და ვერსია არ აქვთ.
ეჭვი არაფერზე არ მაქვს...პიროვნება არის იდეალური, ნიჭიერი, ნორმალურ კარგ ოჯახში გაზრდილი. შაბათიდან დაიკარგა. პოლიციამ იმუშავა ზღვაზე, სადაც ნივთები დაფიქსირდა და დანარჩენს, დღეს როგორ მიმართულკებას მისცემენ, ვერ გეტყვით, - ამბობს ნათესავი.
ცოტა ხნის წინ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ალეკო ცქიტიშვილი და ანა დოლიძე მივიდნენ. დედაქალაქის მთავრობას მოუწოდებენ, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც საშიში ზონებია, პრევენციული ზომები მიიღონ და ამკრძალავი ნიშნები დაამონტაჟონ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ლუკა ლაცაბიძის გაუჩინარების ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.