ფორმულას ჟურნალისტზე მოძალადე 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბათუმში ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტზე მოძალადე 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სალომე ბოკუჩავას 15 ივლისს 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული კაცის დედა ფიზიკურად გაუსწორდა.
14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.