შესვლა აკრძალულია! - ბანერები წყნეთში, ტრაგედიის ადგილზე ორი დღის წინ გამოჩნდა
შესვლა აკრძალულია! - ეს ბანერები წყნეთში, ტრაგედიის ადგილზე ორი დღის წინ გამოჩნდა. სკვერი შემოღობეს კიდეც. გამგეობამ საშიში ტერიტორიისგან მოსახლეობის დაცვა შაბათს ღამით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვ პირველის "შაბათის ეთერში" რეპორტაჟი გავიდა.
ჩნდება კითხვა - თუ სკვერში შესვლა საფრთხეს წარმოადგენს, რატომ არ დამონტაჟდა იქ ამკრძალავი ბანერები მანამდე, რითაც შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული 16 წლის კალათბურთელის ტრაგედია.