ხელისუფლებისგან მიტოვებული ხალხი სტიქიის ზონაში - მოსახლეობა შველას ითხოვდა
ხელისუფლებისგან მიტოვებული ხალხი სტიქიის ზონაში - მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისში მოსახლეობა შველას ითხოვდა, თუმცა სამაშველო სამსახურმა და ადგილობრივმა მთავრობამ ადამიანები დატბორილ სახლებში მარტო დატოვეს.
გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზარალდა იმერეთი და სამეგრელო. უკვე წლებია არასწორად დამონტაჟებული სანიაღვრე სისტემა წყალს ვერ ატარებს და პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში მიედინება.
დაზარალებულები მთელი ღამის მანძილზე რეკავდნენ 112-ში, სადაც უთხრეს, რომ ტექნიკა არ აქვთ და ვერ დაეხმარებიან.