ძლიერი სეტყვა ყვარლში - დაზიანებულია ვენახების ასობით ჰექტარი
ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო- სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ვენახების ასობით ჰექტარი.
ძლიერმა ქარმა ქალაქში მრავალწლოვანი ხეები მიგლიჯა, რის გამოც მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია.
ადგილზე სახანძრო- სამაშველო ბრიგადები დროულად მივიდნენ. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის ზონაში მუშაობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.