სამაშველო ოპერაცია ზესტაფონში - მდინარე ძუსაში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ
სამაშველო სამსახურებია მობილიზებული ზესტაფონში - მდინარე ძუსაში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ.
მოზარდი გუშინ ქვედა საზანოში სამცვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩიბარდა. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ 18 წლის ბიჭს, ლოდზე ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.