ვერ დავუშვებთ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს, ბატონო პუტინო, დაასრულეთ ეს ომი ახლავე - კლევერლი

18.07.23 10:09
ვერ დავუშვებთ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს, ბატონო პუტინო, დაასრულეთ ეს ომი ახლავე - კლევერლი

მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში ომის გაჭიანურებას - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

ჯეიმს კლევერლი პუტინს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გახსნას შავი ზღვა გემებისთვის.

ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები სახლში, დაასრულეთ ეს ომი ახლავე", - თქვა კლევერლიმ.

მსგავსი სიახლეები