მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში - დაკავებულია ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე
მასშტაბური სპეცოპერაცია თურქეთში - დაკავებულია ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე იგივე "ჩრდილი".
სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩიხლაძე რუსეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ის კრიმინალური გარჩევებისა და მათ შორის მკვლელობების ბრალდებით წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
თურქული მედიის ცნობით, ჩიხლაძე, რომელიც მანამდე თურქეთში ორჯერ იყო დაკავებული და დეპორტირებული, სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს და პოლიციაში პროცედურების შემდეგ დააკავეს.