ლუკა ლაცაბიძის კვალზე ამ დრომდე ვერავინ გადის - თბილისის ზღვაზე სამძებრო სამუშაოები განახლდა
სამძებრო სამუშაოები უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს თბილისის ზღვასთან.
მყვინთავები 22 წლის ბიჭს ეძებენ. ლუკა ლაცაბიძის კვალზე ამ დრომდე ვერავინ გადის. დილიდან თბილისის ზღვაზე სამუშოები განახლდა.
ლაცაბიძის დედა ამბობს, რომ შვილის შესახებ გამოძიებას მისთვის ახალი არაფერი უცნობებია.
ახალგაზრდა ბიჭის კვალი პარასკევს გაქრა. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ზღვის ნაპირზე ტანსაცმელი და ბიჭის პირადი ნივთები ნახეს, თუმცა 22 წლის ბიჭს ვერ პოულობენ.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს