2 წლის ბავშვი, რომელიც გორში მე-3 სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს
2 წლის ბავშვი, რომელიც გორში მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადმოიყვანეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მცირეწლოვანს სერიოზული ტრავმები აღენიშნება.
"ზედაპირულად აღენიშნებოდა თავის დახურული ტრავმა. გაეწია პირველადი გადაუდებელი დახმარება, მაღალტექნოლოგიური კვლევები, მოხდა სტაბილიზაცია, სასიცოცხლო მაჩვენებლების ნორმალიზება. გამოძახებულ იქნა ემერჯენსერვისი, სახელმწიფო კატასტროფის ბრიგადამ უზრუნველყო ბავშვის გადაყვანა ბავშვთა პროფილურ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისა და მონიტორინგის მიზნით" -განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელმა იგორ გეორგიანმა.
მეზობლების თქმით, ქალის განწირული ხმა გაიგეს და ასე შეიტყვეს უბედური შემთხვევის შესახებ.
"ქალის კივილის ხმა გავიგეთ, გავიგეთ რომ ბავშვი გადმოვარდნილა, შემდეგ ქმარს დაურეკა და ქმარი სასწრაფოზე ადრე მოვიდა. სასწრაფო ძალიან გვიან მოვიდა. მამამ ბავშვი ხელში აიტაცა და სხვა ტრანსპორტით მიიყვანა საავადმყოფოში". - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, გორში, კომბინატის დასახლებაში, მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.