6-10 ივლისის მონიტორინგით შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს სააგენტო

18.07.23 14:49
6-10 ივლისის მონიტორინგით შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს სააგენტო

6-10 ივლისის მონიტორინგით შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს  ეროვნული სააგენტო ავრცელებს.   

განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის  დაბინძურების საკითხი აქტუალური რუსების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ გახდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ ახორციელებს. 

მსგავსი სიახლეები