ლუკა ლაცაბიძის ოჯახი და მეგობრები მის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან
22 წლის ლუკა ლაცაბიძის მეგობრები და ოჯახი მის სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან. ახალგაზრდებ 17:00 საათზე თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. ამის შესახებ დაკარგული ბიჭის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც ლუკა ლაცაბიძის დედამ მოგვაწოდა: დადასტურდა რომ პარასკევს ღამის 2 საათზე ლუკა თბილისის ზღვაზე წავიდა ტაქსით.
17:00 ვიწყებთ შეკრებას თბილისის ზღვის კლუბის ტერიტორიაზე და პოლიციის გვერდით ლუკას ძებნას. მთელი ღამე მანდ ვრჩებით. გვჭირდება ნათურები. დიდი შანსია რომ ლუკა მანდ არის და ახლა ყოველი წამია გადამწყვეტი!
ყველას გთხოვთ ნუ იქნებით გულგრილები და დაგვეხმარეთ 22 წლის ლუკას პოვნაში!" - ნათქვამია ლაცაბიძის ოჯახისა და მეგობრების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს 4 დღეა უშედეგოდა ეძებენ. ახალგაზრდის ნივთები თბილისის ზღვის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.