ატენის სიონის ეზოში ადამიანის ნეშტებს მიაგნეს - რას ამბობს ტაძრის დეკანოზი

18.07.23 15:31
ატენის სიონის ეზოში ადამიანის ნეშტებს მიაგნეს - რას ამბობს ტაძრის დეკანოზი

ატენის სიონის ეზოში ადამიანის ნეშტებს მიაგნეს. ტომრებსა და სკივრებში გადანაწილებულ ადამიანის ძვლებს ეზოში მდებარე ძველ ფარდულში ინახავდნენ. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული. ამ ამბის საჯაროზე გამოტანის შემდეგ კი ტაძრის დეკანოზი თავის მართლების რეჟიმში გადავიდა.  

დეკანოზი კოზმა გუჯაბიძე ამტკიცებს, რომ ძვლებს ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში მიაგნეს, მოგვიანებით კი ჩაბრძანებული იქნება თავის ადგილას.

მიმდინარეობს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რის გამოც მოხდა მიწის დამუშავება, შესაბამისად 60-იან და 80-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევებისას აღმოჩენილი ძვლები იყო ერთ ადგილას დაფლული, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ და როდესაც დასრულდება ტერიტორიის მოპირკეთება, ჩაბრძანებული იქნება თავის ადგილას".- ამბობს დეკანოზი.

მსგავსი სიახლეები