ქალი, რომელიც სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა გაუპატიურა, საბედისწერო ღამეს შველას ითხოვდა

18.07.23 17:46
ქალი,  რომელიც სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა გაუპატიურა, საბედისწერო ღამეს შველას ითხოვდა

გამოუძიებელი საქმის ახალი დეტალები - უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა გაუპატიურა, საბედისწეროო ღამეს შველას ითხოვდა. 40 წლამდე ქალის განწირული ყვირილის ხმა მეზობლებმა გაიგეს. მოქალაქემ სამეზობლოს ჩატშიც დაწერა, თუმცა  ადგილობრივები ამტკიცებენ რომ მოკლეტექსტური შეტყობინება გვიან მიიღეს. 

ქალი მეზობლებს უყვებოდა იმასაც, რომ ის მუქარის ობიექტი იყო და უცნობი მამაკაცი მას სახლში შეშვებას აიძულებდა და ემუქრებოდა. 

ფაქტის მედიით გაშუქების შემდეგ, 40 წლამდე ქალის საცხოვრებელ  სახლთან პოლიცია გამოჩნდა, დილიდან დაიწყო გამოკითხვებიც, თუმცა საქმის ოქროს მოწმე, ვინც დანაშაულის შესახებ პოლიციას აცნობა გამოკითხვაზე არ მიდის. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" განცხადებით, 8 ივლისს თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი სავარაუდოდ რამდენიმე პირმა გააუპატიურეს. შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები