30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა გააუპატიურა - არცერთი მათგანი დაკავებული არ არის

18.07.23 20:31
30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა გააუპატიურა - არცერთი მათგანი დაკავებული არ არის

ქალი, რომელიც, სავარაუდოდ სამმა მამაკაცმა გააუპატიურა, საბედისწერო ღამეს შველას ითხოვდა.  30  წლამდე მსხვერპლის განწირული ყვირილი მეზობლებს ესმოდა, თუმცა  არავინ დაეხმარა.  უფრო ადრე კი ქალი ადგილობრივებს უყვებოდა, რომ  უცნობი მამაკაცი მის სახლში შევარდნას ცდილობდა და  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქის  საქმით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამბავი მედიამ გააშუქა. ქალის გაუპატიურებაში მხილებული სამი მამაკაცი გამოჰკითხეს, მაგრამ დაკავებული არცერთი არ არის. მსხვერპლი კი, რომელმაც მძიმე  ფაქტის შემდეგ გონება დაკარგა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. იურისტები, ვინც  მას  იცავენ, სამართალდამცველებს დისკრიმინაციაში ადანაშუალებენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 
 

 

 

მსგავსი სიახლეები