უბედური შემთხვევა ჩაქვში - აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

18.07.23 20:44
უბედური შემთხვევა ჩაქვში -  აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

ირკვევა, რომ 5 წლის ბიჭი ჩაქვში დედასთან ერთად ისვენებდა და წინასწარი ინფორმაციით, ის დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა. 

ადგილზე იყვნენ სხვა დამსვენებლებიც, თუმცა არსებული ინფორმაციით, არცერთ მათგანს ბავშვის დახრჩობის მომენტი არ დაუნახავთ. 

დედა-შვილი ჩაქვში ქუთაისიდან იყო ჩასული. 

ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები