თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ცხედარი 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლაცაბიძის ოჯახის წევრები ავრცელებენ.
მაშველებმა თბილისის ზღვიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს ამოიყვანეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
თბილისის ზღვაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.