დადგება თუ არა სასტუმროს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა ჩაქვში 5 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო? - ადვოკატის პირველი კოემნტარი
დადგება თუ არა სასტუმროს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა ჩაქვში 5 წლის ბიჭის გარდაცვალების გამო? სასტუმრო "ოაზისის", ინტერესების დამცველი პირველ განმარტებას აკეთებს.
კახა წერეთელი ამბობს, რომ რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია.
ადვოკატის განცხადებით, აუზის ტერიტორიაზე სამედიცინო პუნქტი არსებობს და მისი წარმომადგენელი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წამში გაჩნდა და ბავშვის გადარჩენას ცდილბდა.
წერეთელი აღნიშნავს, რომ მაშველებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.
რაც მოხდა, არის უდიდესი ტრაგედია და მინდა, სასტუმროს ადმინისტრაციის, მეპატრონის სახელით მინდა, სამძიმერი გამოუცახადო გარდაცვლილის ოჯახს.
სამედიცინო პუნქტი ნამდვილად არსებობს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის წესი, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ფაქტობრივად სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას, მაშველებიც დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ხოლო ვალდებულება იმისა, რომ ყველა აუზთან მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ბუნებრივია ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო", - ამბობს კახა წერეთელი.
მისი თქმით, აუზის ის მონაკვეთი სადაც ბავშვი იყო ჩასული პატარებისთვის განკუთვნილი არ იყო.
როგორც "პირველებს" სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, გამოძახებაზე ჯგუფი 12 წუთში მივიდა. უფრო კონკრეტულად, ზარი სასტუმრო "ოაზისის" ტერიტორიიდან გადაუდებელ ცენტრში 12:03 სთ-ზე შევიდა, ბრიგადა შემთხვევის ადგილისკენ 12:05 სთ-ზე გავიდა, მედიკოსთა ჯგუფი კი ადგილზე 12:17 საათზე იმყოფებოდა.
ტრაგედია ჩაქვში გუშინ, 18 ივლისს მოხდა, 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.