კანონის ძალით გვძარცვავენ - პენსიონერები "ლიბერთი ბანკს" უპირისპირდებიან

19.07.23 12:11
კანონის ძალით გვძარცვავენ - პენსიონერები "ლიბერთი ბანკს" უპირისპირდებიან

პენსიონერები "ლიბერთი ბანკის" წინააღმდეგ - ხანში შესული ადამიანები დღეს ქუჩაში გამოვიდნენ და ბანკის მიერ საპენსიო სესხზე დაწესებულ საპროცენტო განაკვეთი გააპროტესტეს. 

"შეწყდეს პენსიონერების ძარცვა," "მდიდრდებიან პენსიონერების ხარჯზე," "ლიბერთი ბანკი" ძარცვავს 400 000 პენსიონერს" - აცხადებენ აქციაზე მისული პენსიონერები. 

მათი თქმით, პოცენტი იმდენად მაღალია, რომ მის გადახდას ვერ ახერხებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქეყანაში ყველაფერი გაძვირებულია და პენსია  მათ პირველად პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ჰყოფნით.

პენსიონერები სესხების განულებას ითხოვენ. 

ძალიან დიდი საპროცენტო გადასახდელია, ამას პენსიონერი კი არა კარგი ფული, რომ აქვს ის ვერ შეძლებს. 34%-ია საპენსიო გადასახადი" - ამბობს ქციის მონაწილე პენსიონერი.

"ლიბერთი ბანკს" ხალხის ძარცვაში ადანაშაულებს ოპოზიციაც - ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ბანკის მართველი ირაკლი რუხაძე  პენსიონერებს კანონის სახელით ძარცვავენ.  პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პენსიონერებს სესხები გაუნულდებათ.

400 000 პენსიონერს კაბალურ პირობებში აქვს სესხი და ჩვენ ვპირდებით მათ, რომ 400 000-მდე პენსიონერს ეს საპენსიო სესხი გაუნულდებათ და როგორია ეს საპენსიო სესხები, 1000 ლარში, რომ ახდევინებს ბიძინა ივანიშვილი და რუხაძე 3000 ლარს, 1500 ლარში, რომ ახდევინებს 4800 ლარს, ეს არის ყაჩაღობა და ძარცვა კანონის სახელით, შესაბამისად ჩვენ ამ პროგრამით სადაც კასპში და საგარეჯოში ჩავედით და ქვებს გვესვრიან ამ რეფორმის გამო, გავაგებინებთ ყველა პენსიონერს, რომ მათ უნდა იცოდნენ ბიძინა ივანიშვილს და რუხაძეს აღარ მიეცემათ მათი ძარცვის შესაძლებლობა" - ამბობს "ენმ"-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები