პოლიციელმა იმ მიმართულებით გაისროლა, სადაც მიშასთან ერთად ბავშვები იმყოფებოდნენ - რა მოხდა კასპში?

19.07.23 13:41
პოლიციელმა იმ მიმართულებით გაისროლა, სადაც მიშასთან ერთად ბავშვები იმყოფებოდნენ - რა მოხდა კასპში?

დაპირისპირება პოლიციელან - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანის, ლაშა ტუხაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის  საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ახლობლები 16 ივლისს კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე მომხდარ დაპირისპირებას "პირველებთან" იხსენებენ. 

მათი მტკიცებით, აგრესია ტუხაშვილმა გამოიწვია, მისმა მამამ კი ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდებს აგინა. 

ირკვევა, რომ ხელჩართულ ჩხუბს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა, ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელი ამბობს, რომ პოლიციელის ცოლი ამჯერად დაკავებულ მიხეილ მასიურაძეს დაეჯახა, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანმა კი მაისურაძეს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ის ავტომობილში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. 

ბიჭებმა რომ დაინახეს იარაღი, ეს ინსტინქტურად ხდება, რომ უნდა გამოართვა (იარაღი), მე რომ მესროლოს... როგორც იმათ ჰყავდათ ოჯახი, ანალოგიური მიხეილსაც ჰყავს, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავდა მანქანაში...

ყველაფერი მაგათი მხრიდან მოხდა, მაგისი მეუღლე დაეჯახა, შემთხვევა ხდება, მაგრამ იმის მერე ეს ბიჭი საერთოდ არ გადმოდიოდა მანქანიდან. პოლიციელმა შეურაცხყოფა მიაყენა ბიჭებს" - ამბობენ დაკავებულების ახლობლები. 

 პოლიციელსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გორის რაიონული სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. 

ახალგაზრდები კი ვისაც, ადვოკატის მტკიცებით, ტუხაშვილმა ათობით თვითმხილველის  თვალწინ ესროლა, სასამართლოში გადაიყვანეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიშა მაისურაძეს, ბექა ღუდუაშვილსა და ჯაბა ცეცხლაძეს 13 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.  

მსგავსი სიახლეები