წარუდგენენ თუ არა დაკავებულების ცემისთვის ბრალს პოლიციელის მამას? - ალბერტ ტუხაშვილი ძალადობაში ამხილეს
წარუდგენენ თუ არა დაკავებულების ცემისთვის ბრალს პოლიციის მაღალჩინოსნის მამას? ალბერტ ტუხაშვილი ძალადობაში პირდაპირ სხდომათა დარბაზში ამხილეს.
დაკავებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ხელბორკილ დადებულ ბექა ღუდაშვილს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის მამა ფიზიკურად მაშინ გაუსწორდა, როდესაც ის საგამოძიებო ექსპერიმენტზე სამართალდამცავებმა წაიყვანეს.
დაკავებულების მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსნის მამის გარდა, თავდასხმაში ლაშა ტუხაშვილის ძმაც მონაწილეობდა, ისიც გომელაურის უწყების თანამშრომელია.
სამივე დაკავებული ნაცემია -არცერთი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა სასამართლომ ცოტახნის წინ ყველა ციხეში გაუშვა ძალადობაში ბრაკდებულები ციხეში გაუშვა.
ადვოკატები მიშა მაისურაძეს, ბექა ღუდუაშვილსა და ჯაბა ცეცხლაძეს აღკვეთის გარეშე გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სოფელ მეტეხში პოლიციელსა და მოქალაქეებს შორსი დაპირიოსპირება სამი დღის წინ მოხდა. ადვოკატებისა და დაკავებულების ახლობლების თქმით, ლაშა ტუხაშვილმა არასამუშაო დროს, ერთ-ერთი დაკავებულის მისამართით გაისროლა.
თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანსა და მის მამას დაკავებული ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიც ადანაშაულებენ.
დაკავებულების ახლობლები პოლიციელების მხრიდან უფლება-მოსილების გადამატებაზე საუბრობენ.
ჩაგრავს პოლიცია "ბრატ", გვჩაგრავს, რაღა უნდა ვთქვათ, კასპის პოლიცია ცალკე ზემოდან გვჩაგრავს და ეგრე გამოდის, ესენი რა ზემოდან გველაპარაკებიან." - აცხადებს დაკავებულის ახლობელი (სტილი დაცულია)
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის თქმით, ბრალდებულები ცდილობდნენ, პოლიციელისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდნენ, რა დროსაც მოხდა გასროლა:
ბრალდებულები ცდილობდნენ, რომ წაერთმიათ ცეცხლსასროლი იარაღი, რად დროსაც მოხდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, ეს დადასტურებულია და მათ შორის, ბრალდებულების ერთ-ერთი თანამგზავრი ადასტურებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას" - აცხადებს პროკურორი.