რა რეაგირება ექნება სახალხო დამცველის წერილზე გომელაურს? - ლევან ბერძენიშვილის თქმით, ომბუდსმენის დასკვნა სწორია, თუმცა დაგვიანებული

19.07.23 15:41
რა რეაგირება ექნება სახალხო დამცველის წერილზე გომელაურს? - ლევან ბერძენიშვილის თქმით, ომბუდსმენის დასკვნა სწორია, თუმცა დაგვიანებული

რა რეაგირება ექნება სახალხო დამცველის წერილზე ვახტანგ გომელაურს? სახალხო დამცველმა ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეში დარღვევა დაადგინა, რის შესახებაც ომბუდსმენმა წერილი ვახტანგ გომელაურის უწყებაში გაგზავნა.

საქმე 15 იანვარს ყვარელში მომხდარ თავდასხმას ეხება, რა დროსაც ლევან ბერძენიშვილს თავს „ერეკლე მეფის დაცვის მიზეზით„ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები დაესხნენ და ლექციაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. სახლსო დამცველი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტის შესახებ  პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა ძალადობის პრევენციისთვის არაფერი გააკეთა.

"პირველები" ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა - პროფესორი ამბობს, რომ ლევან იოსელიანის დასკვნა და რეაგირება სწორია, თუმცა დაგვიანებული.

მისი თქმით, სახალხო დამცველი უფრო მკვეთრი უნდა იყოს შეფასებებში და უფრო ღია განცხადებები უნდა გააკეთოს მის დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ყვარელში მომხდარ ფაქტს, თუ იქნებოდა ხელისუფლების ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მოახერხებდა პოლიცია მისი უფლების დაცვას და იქ ლექციის ჩატარების უზრუნველყოფას, ვინაიდან არც იმდენი აგრესიული პირი იყო იქ მობილიზებული, რომ ყვარლის პოლიცია მათ ძალადობრივ ქმედებას ვერ გამკლავებოდა.

"სახალხო დამცველს ვეთანხმები იმიტომ, რომ პოლიცია ადგილზე იყო, მაგრამ არაფერი იმისთვის მე შევსულიყავი და ჩამეტარებინა ლექცია პოლიციას არც კი უფიქრია, პოლიციის მთავარი ამოცანა იყო, ფონი შეექმნა იმ ხალხისთვის, რომელიც იქ იყო. სახალხო დამცველის ეს ნაბიჯია რის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ ცოტა მეტი მღელვარება და სიმკვეთრე სჭირდება. მოკლედ არ გამოვა აკადემიური სახალხო დამცველობა, თუ უნდა იყოს კარგი სახალხო დამცველი, უნდა იყოს ძალიან ძალიან მკვეთრი" - ამბობს ლიტერატორი, ლევან ბერძენიშვილი.

მსგავსი სიახლეები