ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმე - სახალხო დამცველის წერილზე ვახტანგ გომელაური დუმს
ლევან იოსელიანის წერილზე ვახტანგ გომელაური დუმს. სახალხო დამცველმა შს მინისტრს წერილობით უთხრა, რომ მისმა პოლიციელებმა არ შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობა და არ დაიცვეს ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება. ქვეყნის მთავარმა უფლებადამცველმა პირდაპირ არ დაწერა, თუმცა მიანიშნა, რომ ყვარელში ბერძენიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან ხელისუფლება იდგა. სამართალდამცველების სრულმა უმოქმედობამ კი მოძალადეები წაახალისა, რის გამოც სახალხო დამცველი პასუხსმგებლობას შს მინისტრს აკისრებს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.