სამებაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს. აქედან 4 სამხედროა, 9 კი მშვიდობიანი მოქალაქე.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების წევრების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები ამოცნობილ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით.