ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს
"ბათუმელების" ინფორმაციით, ქობულეთში, 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მკვლელობის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
საქმე ეხება მიმდიარე წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეს, როცა19 წლის გიორგი ალხანიშვილი დანით მოკლეს, მისი ცხედარი კი, ავტომანქანის საბარგულით გაიტანეს ტყისპირას და დამარხეს.
საქმეზე სულ 7 პირია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება. მან საქართველოდან გასვლა მოახერხა.
დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიას გადაწყვტილებით, 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ვრცლად ნახეთ: აქ