იძებნება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

20.07.23 10:55
იძებნება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

იძებნება ექიმი, რომელმაც მეგი ბაქრაძის საქმეზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ბრალდებულ ბექა ლიპარტელიანის კვალზე  ამ დრომდე გამოძიება ვერ გადის. ახალციხელი მედდის საქმე, რომელიც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან მალევე გარდაიცვალა, ფაქტობრივად დასრულებულია.

ბოლო სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა რომ პასუხისგებაში ასევე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მისცეს ახალციხის კლინიკა იმედის ორი ექიმი - ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი. ინასარიძე ის მედიკოსიაა, რომელიც  იმუნიზაციის კაბინეტს ხელძღვანელობდა.

თავდაპირველად მედიკოსმა განაცხადა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება მან  აღმოუჩინა, მოგვიანებით კი უარყო.

მსგავსი სიახლეები