გლდანში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - ახალი დეტალები

29.07.23 14:59
გლდანში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - ახალი დეტალები

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულია - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც  გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითამდე ტრაილერს შეეჯახა, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზინა. ადგილზე ახლა ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხეა.

სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა. გარდაცვლილი გოგო კი პროზექტურაშია გადასვენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო და არც მართვის უფლება ჰქონდა.

"ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მიელბს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც რუსლზე იჯდა, პრავაც არ ჰქონიათ". - ამბობს თვითმხილველი.
 

მსგავსი სიახლეები