ხმაური ბათუმში - სოციალურად დაუცველები "იაფი სახლის" კორპუსში შეიჭრნენ

10.03.21 15:07
ხმაური ბათუმში - სოციალურად დაუცველები "იაფი სახლის" კორპუსში შეიჭრნენ

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე,"იაფი სახლის" ფარგლებში აშენებულ კორპუსებში სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ.

არსებული ინფორმაციით, კორპუსში დაახლოებით 50 ოჯახია შეჭრილი. ისინი ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, წლებია ნაქირავებ სახლებში  ცხოვრობენ -ახლა კი ეკონომიკური  მდგომარეობის გაუარესების გამო პრაქტიკულად ღია ცისქვეშ დარჩნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ბათუმის მერის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები.

მსგავსი სიახლეები