გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბრამდე გადაიდო
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 24 ოქტომბერს გაიმართება. პროცესი გუშინ, 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა ის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის ერთ დროს ნდობით აღჭურვილ პირს ივანიშვილის ბიტკოინების გაფლანგვას ედავებიან. გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქის ქონებას წლების მანძილზე განკარგავდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მან დიდი ფული ოლიგარქისგან მიითვისა, რომელიც ბიტკოინებსა და კრიპტოვალუტაში დააბანდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს, არამხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ ჰესის საქმეზეც ედავება.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5. მლნ ლარის გადახდა დააკისრა. თავად ბაჩიაშილი კი ამტკიცებს, რომ ბრალდებები უსაფუძლოა და მას მისი ანტირუსული შეხედულებების გამო სჯიან.