თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე 8-სართულიან კორპუსთან კლდე ჩამოიშლა

31.08.23 11:31
თბილისში ამაშუკელის ქუჩაზე 8-სართულიან კორპუსთან კლდე ჩამოიშლა

ძლიერი წვიმის გამო თბილისში კლდე ჩამოიშალა. შემთხვევა ამაშუკელის ქუჩაზე მოხდა. მოწყვეტილი ფერდი მოსახლეობამდე ჩავიდა. ქვებით და ხრეშით ამ დრომდე 8-სართულიანი კორპუსის ერთი შესასვლელი ჩახერგილია.

კლდოვანი მასა ორი დღის წინ ჩამოიშალა, როცა ქალაქში გადაუღებლად წვიმდა, თუმცა მოსახლეობასთან მისასვლელად და ადგილის დასათვალიერებლად, მერიის თანამშრომლებმა ამ დრომდე დრო ვერ გამონახეს.

უნდა გაეცა თუ არა მერიას მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა, ეს მთავარი კითხვა აქვთ სფეროს ექსპერტებს. "პირველების" ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ავტოფარეხების აშენებაც იგეგმებოდა, თუმცა კომპანიამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვეღარ მოახერხეს.

„ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძის ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მერიის თანამშრომლები მშენებლობის ნებართვას ტერიტორიის დათვალიერების გარეშე გასცემენ. 

მოსახლეობის ინფორმაციით, გუშინდლამდე მერიის წარმომადგენელი არ მისულა და ქვათაცვენა, რაც იყო, ანალოგიურ მდგომარეობაში იყო. ისევე, როგორც სხვადასხვა ადგილებში, რადგან იქიდანაც გვიკავშირდებოდა მოსახლეობა და ელოდებოდნენ მერიის წარმომადგენლების მხარდაჭერას. აუცილებლად უნდა დარეკოთ ხოლმე ასეთ დროს 112-ში და თქვენი ძალებით უნდა მოახდინოთ თქვენი კორპუსის გადარჩენა,“ - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები