სოფელ ნიქოზში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს

31.08.23 12:16
სოფელ ნიქოზში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს

სოფელ ნიქოზში უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს. საოკუპაციო ხაზთან არქეოლოგიური გათხრებისას შუა ბრინჯაოს ხანის დროინდელ სამარხს მიაგნეს.

ძველი წელთაღრიცხვით XVIII-XVII საუკუნით დათარიღებული სამარხი უნიკალურია, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შიდა ქართლში მსგავსი მასშტაბის სამარხი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა კი, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ სოფელ ნიქოზში ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანის დროს იყო განვითარებული საზოგადოება.

მეცნიერების თქმით, ნამარხებში აღმოჩენილია 14 ჭურჭელი, მათ შორის ნერგებიც. მეცნიერები ამბობენ იმასაც, რომ ეს არის უნიკალური აღმოჩენა და საკმაოდ იშვიათი შემთხვევა შიდა ქართლისთვის.

რამდენიმე სამარხი გაითხარა. ერთი გაითხარა ადრე ბრინჯაოს ხანისა, მეორე არის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი შედარებით მცირე ზომის, მესამე გახლავთ უკვე წარჩინებული პირის სამარხი შუა ბრინჯაოს ხანისა. იქ არის უკვე 14 ჭურჭელი აღმოჩენილი, მათ შორის არის ნერგები, რომლებიც როგორც ჩანს საგზლისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მას უნდა გაჰყოლოდა. ეს არის უნიკალური და ამის მნიშვნელობა ის არის, რომ ეს მიგვანიშნებს ამ ადგილის მნიშვნელობაზე. კარგად შემორჩენილი ინვენტარი და ეს ძვლები, საკმაოდ იშვიათი შემთხვევა არის შიდა ქართლისთვის", - ამბობს ისტორიის დოქტორი, გორის უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გიორგი მინდიაშვილი.

მსგავსი სიახლეები