ყაჩაღობა სიღნაღში - წაღებულია 50 000 $ და ძვირფასეულობა

31.08.23 12:18
ყაჩაღობა სიღნაღში - წაღებულია 50 000 $ და ძვირფასეულობა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს 5 შეიარაღებულ პირს, რომლებმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში უსუფაშვილების ოჯახში დააყაჩაღა. 

წაღებულია დიდი რაოდებობით თანხა და ძვირფასეულობა. ირკვევა ისიც, რომ თავდაამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასტიკად სცემეს  მამა-შვილი ზაურ და დავით უსუფაშვილები. 

გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები