ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს? - რატომ გადაიდო პროცესი

31.08.23 13:23
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს? - რატომ გადაიდო პროცესი

ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - რატომ გადაიდო თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო პროცესი? როგორც "პირველებმა" გაარკვია, სხდომის 24 ოქტომბრამდე გადადება სასამართლოში პროკურატურამ ითხოვა. 

"პირველებს" წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახლა შოთაძის უწყება ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით წერილობით შუამდგომლობებს უცხოეთიდან ელოდება. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი  "პირველებს" ეუბნება, რომ ბრალდების წარდგენისთვის არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი არ არსებობს. 

დადასტურდა, რომ საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის დამატებითი გამოძიების გამოძიების საჭიროება არსებობს, შესაბამისად, გადაიწია გამოძიების ვადამ 24 ოქტომბრამდე გადაიწია. 

ცხადია,  ჩვენ გვაქვს არამარტო ინფორმაცია (პროკურატურის მხრიდან გარკვეული დოკუმენტების უცხოეთში მოძიებასთან დაკავშირებით) არამედ საქმის მასალებს გვიცვლიან სრულად და ეს ჩვეულებრივად გამოძიების მიმდინარე პროცესია - როგორც ბრალდება აგრიოვებს მტკიცებულებებს, ასეცე ჩვენ, დაცვის მხარე ვაგროვებთ მტკიცებულებებს. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს,  ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. მას ოლიგარქის ფულის ბიტკოინებში დაბანდებასაც ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები