პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

31.08.23 13:26
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ცნობილი ხდება, რომ დაკარგულია 32 წლის ტარიელ შონია. ახლობლების ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, ახალგაზრდა კაცთან კონტაქტზე ვერ გადიან და არც მისი ადგილსამყოფელი იციან. 

ტარიელ შონიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი პოლონეთში 1 წელია, სამუშაოდ იმყოფება და ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. ოჯახმა ბილეთისთვის ფულიც კი გაუგზავნა, თუმცა ამ დღის შემდეგ მასთან კავშირზე ვეღარ გადიან.

მსგავსი სიახლეები