მტკვარი ჰესის საქმეზე ბაჩიაშვილის ბრალეულობა არ გამოიკვეთა? - საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი - "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ მტკვარი ჰესის მშენებლობისთვის თანხების გაფლანგვის საქმე, ერთი თვის წინ, ცალკე წარმოებად გამოიყო.
ნიშნავს თუ არა ეს რომ აღნიშნულ ეპიზოდში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალეულობა არ გამოიკვეთა? - კიხვები "პირველების" კორესპოდენტმა გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველს, ლევან მახარაშვილს დაუსვა.
ირკვევა, რომ ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომაც კი არ აქვთ, შესაბამისად უცნობია, გამოიკვეთა თუ არა მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებული პირი ან პირები.
"დაახლოებით ერთი თვეა, ჰესის საქმე გამოიყო ამ საქმიდან, შესაბამისად, მიმდინარე საქმეში თეორიულადაც გამორიცხულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაუმძიმდეს ბრალდება ჰესის ეპიზოდთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობდა არავითარი მტკიცებულებითი სტანდარტი თუნდაც ბაჩიაშვილის მიმართ გამოძიების წარმოების ჰესის ეპიზოდთან დაკავშირებით.
ფაქტია, რომ ორ ეპიზოდზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამ ეტაპზე გიოპრგის მიმართ მხოლოდ ერთ ეპიზოდზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა იმ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეში დადგინდება თუ არა ვინმეს ბრალეულობა ეს ცხადია, ჩემთვის უცნობია. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ და მასალებზე წვდომა არ გვაქვს. "- აცხადებს მახარაშვილი.