ზუგდიდობის, ზესტაფონობის და თბილისობის აღსანიშნად ₾3.5 მილიონი დაიხარჯება

31.08.23 14:45
ზუგდიდობის, ზესტაფონობის და თბილისობის აღსანიშნად ₾3.5 მილიონი დაიხარჯება

ზუგდიდობა, ზესტაფონობა და თბილისობა - 3 ქალაქის მერიამ შესყიდვების სააგენტოს ₾3.5 მლნს უტენდეროდ დახარჯვისთვის მიმართა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 
  

მხოლოდ აგვისტოს თვეში დღესასწაულის ჩასატარებლად შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით 4-მა ორგანომ მიმართა.

თბილისის მერია თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 დახარჯვას აპირებს, ზუგდიდის მერია ზუგდიდობის აღსანიშნავად 367,054 ლარს დახარჯავს, ხოლო ზესტაფონი 77,940 ლარს.

შოვის ტრაგედიის გამო გადაიდო შუამთობის დღესასწაული, რომელშიც 67,940 ლარი იხარჯებოდა. ღონისძიებების ნაწილი საავტორო ნამუშევრებია, რა შემთხვევაშიც გამარტივებული შესყიდვა გამართლებულია, თუმცა სხვა შემთხვევაში მერიებს წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეეძლოთ.

გამარტივებული შესყიდვები კორუფციული რისკის მატარებელია, მაგრამ წლებია, სახელმწიფო ორგანოები წინასწარ პროგნოზირებად დღესასწაულებზე თანხებს გამარტივებული შესყიდვებით ხარჯავენ", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

მსგავსი სიახლეები