არ მჯერა რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქაა სადაც ეძებენ, მკვლელს ახლობლები დაეხმარნენ - ნათია ბახტაძის დედა
ოკუპირებული აფხაზეთში მოკლული 28 ნათია ბახტაძის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს - წერილის ადრესატები დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტ კუიტას და ე.წ. ომბუდსმენი ანას ქიშმარია არიან.
იამზე აგუმავა შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს. ქალი დარწმუნებულია, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული აინარ წვიჟბას ახლობლებმა ყველა დეტალი იციან, რადგან ისინი დაეხმარნენ დაკავებულს ცხედრის მოშორებაში.
„თვეზე მეტი გავიდა ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან და ნათიას ცხედარი ამ დრომდე არაა ნაპოვნი, არ მჯერა რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქაა სადაც ეძებენ, დარმუნებული ვარ, მკვლელის ნათესავებმა ყველაფერი იციან, ისინი დაეხმარნენ ცხედრის თავიდან მოშორებაში, გთხოვთ დააკაოთ და გამოკითხოთ აინარ წვიჟბას ნათესავები, მან ხომ აღიარა, რომ მამას დაურეკა და აცნობა რომ მკველობა ჩაიდინა. აფექტის მდგომარეობაში ცხედრის გადამალვას ვერ შეძლებდა - ნათესავები დაეხმარნენ დანაშაულის დაფარვაში, მათ ცხედრის გადამავლა გადაწყვიტეს და სადღაც ტყეში დამარხეს, იმ იმედით რომ დანაშაულს თავს დააღწევდნენ, გთხოვთ იპოვოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, -წერს იამზე აგუმავა.
ნატია ბახტაძის მკვლელობაში ბრალდებული აინარ წვიჟბა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. კაცმა მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ ქალის ცხედარი ვარდნილჰეს 3-თან მდინარე ენგურში გადააგდო.