"ოცნების" დეპუტატმა თბილისში ისტორიული კედელი უნებართვოდ დაანგრია

01.09.23 11:36
"ოცნების" დეპუტატმა თბილისში ისტორიული კედელი უნებართვოდ დაანგრია

"ქართული ოცნების" დეპუტატმა თბილისში შენობა დაანგრია. ბეჟან წაქაძის სამშენებლო კომპანიამ "ნუ ჰაუსმა" ლაღიძის ქუჩის 12  ნომერში ისტორიული კედელი დაშალა და მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო. ამის უფლება დეპუტატს არ ჰქონდა, რადგან პროექტი მის კომპანიას იმ პირობით დაუმტკიცეს, რომ გარე ფასადი უნდა შეენარჩუნებინა.

მერიის კულტურული მემკვირეობის საბჭოს წევრი თამარ ამაშუკელი , რომელიც აღნიშნული პროექტის დამტკიცების პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ამბობს, რომ სამშენებლო ნებართის გაცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა პროექტის ავტორმა სამშენებელო ნებართვის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთა. 

როდესაც პროექტი შევიდა მერიაში, გულისხმობდა ის ამ შენობის ადაპტაციას და სასტუმროდ გადაკეთებას. პროექტი ითვალისწინებდა ერთი კედლის დატოვებას ფასადის მხრდან, სანაპიროს მხრიდან და უკან ახალი მოცულობის ჩადგმას. ძალიან მალევე, მას, პრინციპშ, არანაირი კონსტრუქციული ქმედებები არ ჩაუტარებია, არ გაუმაგრებია ეს კედელი და ძალიან მალევე იქ მცხოვრები ადამიანების გადმოცემით, ერთ ღამეში მთლიანად დაანგრიეს ეს კედელი ისე, რომ ნებართვა არ მიუღიათ, ეს არის უნებართვო ქმედება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ზედამხედველობა მისული იყო და სავარაუდოდ, დააჯარიმებდა კიდეც. ეს ადამიანი ახლა 10-15 ათას ლარს გადაიხის, რომელიც ალბათ მისი სასტუმროს დაახლოებით 2-3 კვადარტულის ტოლფასია და მშვიდადა გააგრძელებს ცხოვრებას. თვითონ მიიღებს სასტუმროს, თბილის კი კიდევ ერთხელ გარარიბდა, კიდევე რთხელ დაკარგა მნიშვნელოვანი ობიექტი და სამხწუხარო ის არის, რომ ეს არ არა ერთჯერადი, არამედ ტენდეცია, - ამბობს ამაშუკელი. 

ოპოზიცია განმარტებებს კახა კალაძეს სთხოვს.  მოქალაქეებს აინტერსებთ, რა უფლებით აძლევს ქალაქის მერი "ქართული  ოცნების" მეგობარ ბიზნესმენებს თბილისის განადგურების უფლებას.

ამჯერად მორიგი უნიკალური ძეგლი ესმხვერპლა „ქართული ოცნების“ მორიგი დეპუტატის, ბატონო წაქაძის და მისი ოაჯხის ინტერესებს. ამ ტერიტორიაზე იდგა უნიკალური ქვის კედელი, შენობა. ამ კედლის დანგრევის ნაცვლად მას უნდა შეენარჩუნებინა, გაემაგრებინა ეს ძეგლი, მაგრამ მივიდა და აანგირა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშუალი და ამაზე კახი კალაძემ უნდა აგოს პასუხი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე.  

მსგავსი სიახლეები