მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებებია
მართვის მოწმობის გამოცდაში ცვლილებებია. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.
მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით - ზეპირად ან თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.